შეღავათიანი აგროკრედიტი – სოფლის მეურნეობაში  300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელ

„იაფ, გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფულად რესურსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის’’ განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი“ –  ეს განცხადება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების  ხელშეწყობის მიზნით   შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის  დაწყებიდან დღემდე გაცემულია   2,695,338,563  ლარის ღირებულების 46,391  სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379,236,390 ლარი. 

„შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი,  მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372,086,077 ლარის ღირებულების  6,144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 64,241,572 ლარი. 2020 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში  13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაციაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მინიმალურია, მთავარია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები