„ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებსაც არ სჭირდებათ დაბალი ტემპერატურა, შეგვიძლია, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავიდან შეფასდა, თუ როგორია ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში.

„იცით, სამმა ქვეყანაბ დაიწყო ვაქცინაცია ქვეყანაში, პირველმა ბრიტანეთმა, ასევე დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი დღის წინ და კანადამ. ალბათ, მალე დაიწყებს გერმანია და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თავად ამ ქვეყნებში ხდება ვაქცინების წარმოება. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ვაქცინით დაიწყო. დასავლეთი მაქვს მხედველობაში, რადგან ვაქცინაცია დაწყებულია ასევე რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში.

დასავლური წარმოების ვაქცინით, „ფაიზერით“ დაწყებულია დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ცივი ჯჭვი, მინუს 70-8–გრადუსიანი. ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმების, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვავქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში. ასევე, არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული შტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც არის მინუც 20 გრადუსზე, ასევე მინუს 20 გრადუსზე ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვავქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად „მოდერნას დანერგვა“.

რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე ასეთი მაცივარი და ჩვენ ამ სისტემიების გამართვაც შეგვეძლება, თუ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემნენტაცია. შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება. ასევე, ქვეყანაში სერიოზულად ფუქნქციონირებს იმუნიზაციის მოდული, რადგან ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იქნას ელექტრონულად, ერთიანი კამპანიური წესით როდესაც ერთ და ორ თვეში დაახლოებით 200 სამასი ადამიანი უნდა აცრა, ამას კამპანია დასჭირდება და არ იქნება ისეთი, როგორსაც ვაწარმოებთ რუტინულ ვაქცინაციას. მაგრამ ამისთვის ეს ჯგუფი სერიოზულად მუშაობს. ალბათ ამ წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები