არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, მათი დაღუპული სამხედროების რაოდენობამ 673-ს მიაღწია, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამავე უწყებაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ კონფლიქტს რეგიონში მცხოვრები კიდევ 40 სამხედრო ემსხვერპლა.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეს ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა 1990-იანი წლების შემდეგ. მაშინ კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.