მამუკა ხაზარაძე „კოვიდ დადებითია“

  •  

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტრუდა. ინფორმაციას თავად ინფიცირებული სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, “ლელოელ” თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით. ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა. “ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით… თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც,“- აცხადებს ხაზარაძე.

მსგავსი თემები

One Thought to “მამუკა ხაზარაძე „კოვიდ დადებითია“”

  1. After study a few of the blog posts on your website now, and I truly like your way of blogging. I bookmarked it to my bookmark website list and will be checking back soon. Pls check out my web site as well and let me know what you think.