“მდგომარეობა საგანგაშოა, დაგვინდეთ” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდემიის თვალსაზრისით, საქართველოში ვითარება საგანგაშოა.  

„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს – დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – განაცხადა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.

ეპიდემიოლოგის  შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ 24 საათში, საქართველოში ვირუსის მაქსიმალური მაჩვენებელი 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი თემები