საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.

მსგავსი თემები