აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 167 კოვიდ დადებითი პაციენტი, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 88 წლის ქალი, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი.
გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მეორე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, 60 წლის ქალი. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება „კოვიდ-19“, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები დაავადება ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ინფიცირებული, 69 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები