საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თხოვნით, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. როგორც მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს დაუკავშირდა.
,,დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელს ანძა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში განათდა“, – ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში.