“მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური” – ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებზე

  •  

„ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემოა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია იყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი.

„მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ გამოავლინა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს… ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიზნები არის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უდიდესია განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომ ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი“ – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური” – ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებზე”

  1. I simply wished to appreciate you once more. I’m not certain the things that I would’ve done in the absence of those strategies revealed by you on my problem. It was before a terrifying setting in my view, but considering the very expert fashion you treated it took me to jump over gladness. I’m happier for your advice and as well , pray you are aware of a powerful job you were putting in educating the mediocre ones thru your site. Most likely you have never encountered any of us.