“COVID-19” დაფიქსირდა “აგროჰაბშიც”. ნაციონალური პროდუქტების ჰიპერმარკეტის საწარმოში, კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.
კომპანიის დირექტორის, გიორგი ჯაშიაშვილის თქმით, ინფიცირებულები ცვლებში მუშაობდნენ, რის გამოც მათ თანამშრომლების დიდ ნაწილთან შეხება არ ჰქონიათ. მათი კონტაქტების ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი განცხადებით სტაბილურია.