„პროვოკაციული საქციელი“ – სწორედ ასეა შეფასებული აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთში გაგზავნილ წერილში სათათბიროს დეპუტატის ქმედება.
აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთში საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსი დეპუტატის – ვიტალი მილონოვის ქმედების გამო გაგზავნა. მიზეზი კი მილონოვის აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი გახდა.
საპროტესტო ნოტაში საუბარია, რომ ვიტალი მილონოვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებები გააკეთა და მას შეხვედრა ჰქონდა სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერთან.
„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ამგვარმა პროვოკაციულმა საქციელმა, რომლის მიზანი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებაა, აზერბაიჯანელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია“ – ვკითხულობთ რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილ ნოტაში.