ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევსაც.

მსგავსი თემები