საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7827.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128 ს შეადგენს.

მსგავსი თემები