ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს პირველი პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 88 წლის ქალია, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.
მარინა კოჩიევას განხცადებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა, რაც დღიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 284-ს შეადგენს, მათგან 7 გამოჯანმრთელდა.