„დღეს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ჩვენ პანიკის ფუფუნება არ გვაქვს,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არსებული რეალობიდან „კოვიდისთვის“ სრულ მზაობაშია 3500 საწოლი.
„დღეს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ჩვენ პანიკის ფუფუნება არ გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ გვაქვს საწოლმარაგები და გვყავს ამ საწოლმარაგების მომსახურე პერსონალი.
საქართველოში, მთლიანობაში 17 000 საწოლფონდი არსებობს, აქედან 12 000 სრული მობილიზება შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან შეხმატკბილებულად იმუშავებს, როგორც ახლა. დღეს არსებული რეალობიდან სრულ მზაობაშია 3500 საწოლი“ – განაცხადა კახაძემ.
“მედიაცენტრ მთავრის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.