დღეს თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ გავცემთ – PSP

ფარმაცევტული კომპანია 𝐏𝐒𝐏 აცხადებს, რომ დღეს, პირველ მაისს, თბილისის აფთიაქებში მომხმარებლები ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებენ. ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება.

,,მხოლოდ დღეს ! თბილისის 𝐏𝐒𝐏 აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. 𝟏 მომხმარებელზე გაიცემა 𝟏 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 𝟑 ცალი პირბადე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები