ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! – მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე

კიდევ ერთი მოქმედი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე გმობს რუსულ კანონს ძალადობას, რომელიც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა.

,,როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე – ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!

მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების და ნამდვილი პატრიოტი მოღვაწეობს! არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით!

ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია!” – წერს ის.

მსგავსი თემები