“სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება უზნეობაა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას“ – ხუნდაძე ოპოზიციას

„მსოფლიო უკვე ნახევარი წელია პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რამდენი ხანი მოუწევს ამ რთული გამოწვევის წინაშე პირისპირ ყოფნა,  არავინ  იცის“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  დეპუტატს მიაჩნია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს, თუნდაც ეს იყოს არჩევნები. 

„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შევქმნათ. ამ პერიოდში, ჩვენ საკმაოდ ვიწრო გზაზე მოგვიწევს გავლა. საქართველოს თავისი გამორჩეული რისკები აქვს ვიდრე ეს შეიძლება  სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ. მოსახლეობის 20% ხანდაზმულია და ბევრი მიზეზის გამო სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. მშობლების თაობას გაფრთხილება სჭირდება და ამის პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია შვილების თაობას. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები და სწორედ ამიტომ, ანტიკრიზისული გეგმის და სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები პირველ რიგში სწორედ ისინი არიან. დღეიდან 200-ლარიანი დახმარება გაიცემა ბავშვებზე, რაც მნიშვნელოვანია კოვიდ ვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის შეფასებით, სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება რჩება ქვეყანაში.

„ქვეყანაში  ყოველ წელს  არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების  შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა , ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო. მინდა ყველას გთხოვოთ, მით უმეტეს,  ამ პერიოდში – წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ  და რომელთაც  სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

მსგავსი თემები