ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ, ბანდიტები არიან – მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. ის მომხდარს ,,ხარებასა” [გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი] და ვაჟა სირაძის შურისძიებას უწოდებს:

,,ხარებას და სირაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან.

თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი თემები