გიორგი შაქარაშვილის ჩანთის დნმ ანალიზი დასრულდა, ანაბეჭდი უცხო პირს ეკუთვნის

  •  

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის  ჩანთაზე უცხო პირის დნმ-ი აღმოჩნდა. გენეტიკური პროფილის  პასუხი დაკავებული პირების დნმ-ს არ ემთხვევა. საქმეში ახალი სუბიექტი ჩნდება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის ჩანთასთან ჰქონდა შეხება.

ჩანთაზე 2 პირის დნმ-ი დადასტურდა. ერთი თავად გარდაცვლილ ეკუთვნის, ხოლო მეორე – უცხო პირს, რომლის იდენთიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

როგორც ადვოკატები ისე ექსპერტები არ გამორიცხავენ, დნმ-ი იმ პირებს ეკუთვნოდეს, ვინც ადგილზე მუშაობდა, თუნდაც მაშველებს.

დაკავებული გიორგი გაგნიძის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ გენეტიკური პროფილი პოლიციელებს ეკუთვნის და სწორედ მათ დადეს ჩანთა იქ, სადაც ის იპოვეს.   

მსგავსი თემები