ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. პაციენტი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდა.

კლინიკას 25 გამოჯანმრთელებული ჰყავს. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კი, სტაციონარში 11 პაციენტი რჩება.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკვლევი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ.

მსგავსი თემები