„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტების ნაწილს, რომელთაც საფასური გადახდილი არ ჰქონდათ, ორი თვე დენი არ შეუწყვიტა

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტთა ნაწილის მიერ დენის საფასურის გადაუხდელობის მიუხედავად, ორი თვის განმავლობაში მათ დენის მიწოდება არ შეწყვეტიათ.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მარტის თვეში მოხმარებული დენის დავალიანების გამო, დენის მიწოდება არავის შეუწყვიტა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ასევე გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში საერთოდ არ არსებობდა სუბსიდია, აღნიშნულ თვეში მოხმარების გამოც არავის შეუწყვიტა ენერგომომარაგება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, თავადაც ყიდულობს სხვადასხვა მომწოდებლებისგან დენს და მერე აწვდის თავის აბონენტებს. ალბათ ისიც გესმით, რომ სულ გადაუხდელობა ვერ გამოვა, მაშინ „ენერგო-პროსაც“ გაუჭირდება თავის მომწოდებლებთან ანგარიშსწორება. ამიტომ მაქსიმალურად ეხმარება კომპანია ყველას, რომ გადაიხადოს დენის საფასური, გადანაწილებით და ა.შ.“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადასახდელი აქვს 23 ათასამდე აბონენტს, სუბსიდია შეეხო 751 852 აბონენტს, ხოლო 160 690 აბონენტს არ შეეხო.

მსგავსი თემები