“პროტოკოლში გარკვევით წერია ვის უნდა დაენიშნოს პლაქველინი” – ლევან რატიანი

პირველი საიუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველო მიყვება თანამედროვე მედიცინას და მკურნალობის იმ პროტოკოლს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს. „დეკემბრიდან, კოვიდ ინფექცირებამ და მისმა შედეგებმა სამყარო ამოაყირავა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არის გლობალური, დინამიური და აქტუალური პრობლემა. აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კლინიკა არ გამოირჩევა ამ პრობლემიდან. გვიჭირავს პულსი თანამედროვე მედიცინაზე, მივყვებით იმ პროტოკოლს, რასაც აღიარებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო“,- განაცხადა რატიანმა. მან ასევე ისაუბრა მედიკამენტ პლაქვენილთან დაკავშირებითაც, თუ როდის ხდება პაციენტებთან მისი დანიშვნა. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის მიერ. მისი ერთ-ერთი ავტორი მეც…

მეტი...

“იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებს” – თეა წულუკიანი

იუსტიციის სახლების შენობაში მოქალაქეები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებს. „გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დარჩება დროებით დაკეტილი“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

“მოსახლეობას არ უნდა მოვექცეთ შინაური ცხოველებივით” – გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

“ყველასათვის გასაგებია, რომ ეს სოციალური პაკეტი არათუ მინიმუმია, ესეც, რომ არ გაეკეთებინათ რევოლუცია მოხდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადა. ფოფხაძე თვლის, რომ ხელისუფლება ხალხს, როგორც შინაურ ცხოველებს არ უნდა ექცეოდეს. „ამ სოციალური პაკეტით შეიძლება ხალხს შეექმნას ილუზია, რომ არსებობს მხოლოდ ხელისუფლება. შინაური ცხოველები რატომ არ გარბიან ტყეში, იმიტომ, რომ მათ იქ, სადაც არიან აქვთ გარანტირებული საკვები. თუ მოსახლეობას, როგორც შინაურ ცხოველებს ისე მოვექცევით და ასეთი ამოცანა თუ აქვს ხელისუფლებას, რომ მე შენ გაჭმევ და ჩემი დამსახურებაა შიმშილით თუ არ კვდებით, ასეთ საარჩევნო სისტემაზე თუ გვინდა…

მეტი...

“პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის გახსნისა და აღორძინების საკითხი მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. თუმცა, მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნა ეპიდემიის ეფექტურად მართვაზე იქნება დამოკიდებული. „მინდა, გითხრათ, რომ ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა დღეს ჩვენი მთავრობის ნომერი ერთი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად, ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ, რადგან ეს არის…

მეტი...

“მეეჭვება, რომ საარჩევნო პროცესის ვადები მოსწრებადი იყოს” – გედავან ფოფხაძე

“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რა შეთანხმებაც არსებობს რომ დაირღვეს, ეს იქნება ძალიან დამაზარალებელი”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ფოფხაძე თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში, საარჩევნო სისტემა თავისუფალ გარემოში ვერ წარიმართება. მისივე განმარტებით, ხელისუფლებისა და რადიკალური ოპოზიციის გარდა, მოსახლეობამდე თავისი პროგრამის მიტანას სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ. „თუ ჩვენ, რაღაც გარემოებებს არ გავითვალისწინებთ და არ ვასრულებთ არ იქნება ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლებამ რამდენჯერმე ისარგებლა პანდემიის  ფაქტორებით და პირობა არ შეასრულა. ხელისუფლებას შეუძლია აპელირება შექმნილი გარემოებით, რაც დამაზიანებელია პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ ახლა  სახელმწიფო ინსტიტუტებზე უნდა ვიფიქროთ, რასაც საფრთხე ემუქრება. მეეჭვება, რომ …

მეტი...

ხვალიდან ბათუმი და ქუთისი გაიხსნება

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან. თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითცხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“,- განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“არც ერთი არასრულწლოვანი არ არის არც საყურადღებო და არც მძიმე” – ბოჭორიშვილის კლინიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 67 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლღაშვილმა აღნიშნა, მათ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი. აქედან 67-ს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. 67 პაციენტიდან 12 პირია 18 წლამდე. არც ერთი არასრულწლოვანი არ არის არც საყურადღებო და არც მძიმე. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში. მართვით სუნთქვაზე არ არის. არის ჟანგბადდამოკიდებული და გადის ინტენსიური თერაპიით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. 11 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. გამოჯანმრთელება გუშინ გვქონდა ერთი პაციენტის. ასაკობრივად მაღალი ჯგუფის რისკ პაციენტებში სამი პაციენტი გვყავს. პარასკევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტია. შვიდივე მათგანი…

მეტი...

“გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს. კლინიკას გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი შემთხვევა დაემატა. ამასთან, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის არსებული პაციენტის კონტაქტს წარმოადგენს. „ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. 55 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინ დაგვემატა ორი გამოჯანრმთელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრიდან 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.…

მეტი...

4 მაისის მონაცემებით სამშობლოში 9,486 მოქალაქე დაბრუნდა

მიმდინარე წლის 4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უცხოეთში ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო მთავრობის ხელშეწყობით  სამშობლოში დაბრუნდა 9,486 მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. 2020 წლის 4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9,486 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის…

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 593-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 4-ით გაიზარდა და 593 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537 პირი. ინფორმაციისთვის, 593 ადამიანიდან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

თბილისის კლინიკებში სულ 235 კოვიდ ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 56 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მათგან ერთ-ერთის, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. რესპუბლიკურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში 3 პაციენტის ანალიზის პასუხს დღეს ელოდებიან. საუნივერსიტეტო კლინიკაში 70 ინფიცირებულია, მათგან 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, იქ 69 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი...

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს შეიძლება რამდენიმე პაციენტი გაწერონ

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა დღეს რამდენიმე პაციენტმა დატოვოს. ექიმები მათი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან. საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, კლინიკაში დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით 12 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, ხოლო ერთი პაციენტი საეჭვოა და მასზე კვლევები მიმდინარეობს. საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი...

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამივე მათგანი იმპორტირებულია. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა. ამასთან, კომისიის ცნობით, გამოვლენილია კორონავირუსის 13 ახალი უსიმპტომო შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა სულ 82 880 ადამიანს, აქედან მხოლოდ 481 შემთხვევა რჩება აქტიური. გარდაიცვალა 4 633 ინფიცირებული, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

დღეს, ყვარლის სასწრაფოს ექიმთან შეხებაში მყოფი 85 პირის ტესტირების პასუხი გახდება ცნობილი

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმის 147 კონტაქტია მოძიებული. მათგან 85 პირის ნიმუშის ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 62 ადამიანი კი გუშინ გამოიკვლიეს და კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ყვარელში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი, რომელიც გუშინ დაიწყო, დღესაც გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ინფიცირებული ექთანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან 27 აპრილს იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. ეპიდემიოლოგების მიერ მოკვლეულია მედდის მეუღლის კონტაქტები და გაირკვა, რომ მეზობლების გარდა, მას შეხება არავისთან ჰქონია. მამაკაცი და მისი სამი მეზობელი თვითიზოლაციაში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ყველა მათგანს კორონავირუსზე ტესტისთვის ანალიზს დღეს აუღებენ. კახეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ…

მეტი...

“რუსეთი თავს დაგვესხა და იქ როგორ ვითამაშებ?!” – უკრაინელი ნახევარმცველი

ბელგიური „გენტის“ უკრაინელმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთის ჩემპიონატში არ ითამაშებს – გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელმა, ბელგიური „გენტის“ უკრაინელმა ნახევარმცველმა, რომან ბეზუსმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთის ჩემპიონატში არ ითამაშებს  მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია დაასახელა. „ვითარება ასეთია. რუსეთი თავს დაგვესხა, ყირიმი წაგვართვა, დონბასი კი ჩვენთვის რუსეთის გამო დახურულია. როგორ შემიძლია იქ წავიდე და ხალხს სიხარულის მივანიჭო? ეს არის ჩემი პოზიცია. ამას არ გავაკეთებდი. მაგრამ ამ თემას ბოლო დროს პიარისთვის იყენებენ. ყველა ამბობს: რომ რუსეთში არ წავა, ვინც არ უნდა მიიწვიოს. შემდეგ ყველა აქებს, მაგარი ბიჭიაო. მე კი ადრეც ასე ვფიქრობდი,…

მეტი...

„კოვიდ 19“-ზე ცნობის გარეშე ვენის აეროპორტში არ შეგიშვებენ, ადგილზე ტესტირება კი 190 ევრო დაგიჯდებათ

საერთაშორისო მგზავრებს „კოვიდ 19“-ზე ტესტირება და ცნობა 190 ევრო დაუჯდებათ. მგზავრებს, რომლებიც ვენის აეროპორტში მოხვდებიან, „კორონავირუსზე“ სამედიცინო ცნობის წარდგენა მოუწევს. სხვა შემთხვევაში, საზღვარს ვერ გადაკვეთენ. თუ მათ მსგავსი ცნობა არ აქვთ, „კორონავირუსზე“ ადგილზე შეამოწმებენ. ამ შემთხვევაში, მგზავრებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. რაც შეეხება პროცედურას, შემდეგია, მგზავრებს, რომლებიც ვენის აეროპორტში მოხვდებიან, შესაბამის განყოფილებას ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარუდგინონ, სადაც ცალკე იქნება აღნიშნული რომ მას კვლევა ჩატარებული აქვს „კოვიდ ინფექციაზე“ და პასუხი დადებითი არ არის. გარდა აღნიშნულისა, ცნობას ძალა აქვს აღებიდან 4 დღის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში ის საეჭვოდ ჩაითვლება და არ…

მეტი...