მცხეთის სამედიცინო ცენტრიში „COVID 19“-ით ინფიცირებული 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცენტრის სამედიცინო დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულები კლინიკას დღეს დატოვებენ.
მცხეთის სამედიცინო ცენტრი COVID ცენტრის სტატუსით 15 აპრილოდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე , კლინიკაში 14 პაციენტი გადის მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი მკურნალობას საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მცხეთის სამედიცინო ცენტრში განაგრძობენ.