“შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.