კახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე 7-მდე გაიზარდა

კახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე 6-დან 7-მდე გაიზარდა, სადაც 401 მოქალაქეა გადაყვანილი. თვითიზოლაციის რაოდენობაც გაიზარდა და ახლა მათი რიცხვი 403-ს შეადგენს.

ინფორმაცია ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დაადასტურა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, სპეციალისტების მეთვალყურეობა 23 ადამიანს უკვე მოეხსნა. 

“ამ ეტაპზე 1 მოქალაქე საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურის გამო გადავიყვანეთ თბილისში, ველოდებით ანალიზების პასუხებს. ასევე, ორმა ადამიანმა მოგვმართა, რომელიც არ იყო თვითიზოლაციაში და ისინიც თბილისში გადავიყვანეთ. კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მარნეულის კლასტერთან კონტაქტი არ იკვეთება. კახეთში კი ეპიდსიტუაცია არის სტაბილური,” – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

თელავის და გურჯაანის საკარანტინო ზონაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი თემები