ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს ბესიკ თამლიანის გუშიდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპის დარღვევას და მოუწოდებს სასამართლოს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უზრუნველყოს პროცესების ღიაობა დამკვირვებლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.