„მედიაცენტრი მთავარის“ მიმართვა მედიას

კოლეგებო, შექმნილი ვითარებიდან და ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ამ დრომდე „მედიაცენტრ მთავარს“ გადაღებები შეჩერებული ჰქონდა და მხოლოდ დისტანციურად ვმუშაობდით. ხვალიდან კი მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავდივართ.

აქტუალური თემების შესაბამისად გვეყოლება სტუმრები, თუმცა, შეზღუდულია ჟურნალისტების დასწრება. ყველა პრესკონფერენცია გადაიცემა „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით. ასევე, სრული ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის.

ვისაც გექნებათ კითხვები, როგორც ადრე, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ, რომელსაც დავუსვამ სტუმარს.

თუ ვინ იქნება კონკრეტული დღის სტუმარი, ამის შესახებ ინფორომაცია გავრცელდება როგორც საინფორმაციო სააგენტოებზე, ისე „მედიაცენტრი მთავარის“ ფბ გვერდზე https://www.facebook.com/mcm.ge/.       

მსგავსი თემები