ხონში, სოფელ დედალაურში ხანძარია

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძარია.

ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე მაშველია მობილიზებული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, თუმცა ამ დროისთვის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა ჯერ დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია.

ადგილზე ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფება, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს.

მსგავსი თემები