სავარაუდოდ, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდება

“მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით ზუსტი გადაწყვეტილების შესახებ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლები 2

მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.

შეგახსენებთ, რომ რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდება სავარაუდოდ, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდება

მსგავსი თემები