მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო ყველა შეხვედრა გააუქმა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გააუქმა.

ამის შესახებ „როიტერი“ ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 11 მარტიდან 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გაუქმდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

მსგავსი თემები