„ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვება დისკრიმინაციული იქნება სხვა პატიმრებისთვის, რას ვეუბნებით სხვებს“ – მირიან წიკლაური

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ პოლიტპატიმრების გამოშვება დაკავშირებული იქნება პოლიტიკურ მოტივებთან, რაც დისკრიმინაციული იქნება, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ იყო თუ არა მოლაპარაკება“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა განცხადა. წიკლაური ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი პირების გათავისუფლებას უსამართლოდ თვლის და აცხადებს, რომ ციხეში არიან ამჟამად ისეთი ადამიანები, ვისაც ე.წ პოლიტპატიმრებზე ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი. ის თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯზე კომპრომისი პოლიტიკური მოტივით იქნება განპირობებული.

„მოტივი ამათი გამოშვების იქნება ყველა შემთხვევაში პოლიტიკური, ე.წ პოლიტპატიმრების გამოშვება დისკრიმინაციული იქნება სხვა პატიმრებისთვის, რას ვეუბნებით სხვებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის სულერთია რა ფორმით გამოუშვებენ. რა ფორმით შეფუთავენ და რა იქნება ამაზე პასუხი მე არ ვიცი, რადგან სხვა პატიმრებიც მოითხოვენ გათავისუფლებას და მათი მოთხოვნაც ლეგიტიმური იქნება.როგორ შეფუთავენ მათ გათავისუფლებას არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ეს პირდაპირ თუ ირიბად იქნება იმის აღიარება რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავდა, რადგან ამ შემთხვევაში გაჩნდება კითხვა რატომ უშვებ მას ვისაც 40 მილიონზე ედავები და იმას არა ვინც 10 000 – ის გამოა დაკავებული“ – განაცხადა მირიან წიკალურმა „მედიაცენტრ მთავარის”პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები