იამაიკაზე “ახალი კორონავირუსის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იამაიკაზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება იამაიკის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

პაციენტი იამაიკელი ქალია, რომელიც ბრიტანეთში იმყოფებოდა და 4 მარტს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იყო.

იამაიაკამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ფრენებზე შეზღუდვა რვა ქვეყანასთან დააწესა: ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ირანი, სინგაპური, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

მსგავსი თემები