„ეს არის ყველაზე უფრო ცუდი ვარიანტი, რაც კი შეიძლება მიგვეღო“ – მირიან წიკლაური საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ

„დიდი რეგიონები ვერ იქნება მათი ხმა დაფიქსირებული ვისი ხმაც უნდა ისმოდეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართულ პოლიტიკაში“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მირიან წიკლაური თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემის დასუსტება ნეგატიურად აისახება ხალხის ინტერესზე. მისი აზრით ხალხიდან წამოსული ლიდერების პარლამენტში მოხვედრის შანსები მცირდება.

„ვეღარ გაისიმება სწორედ იმათი ხმა ვისი ხმაც უნდა ისმოდეს პარლამენტში, ჩვენი საზღვრისპირა რეგიონები, რომელტა ინტერესებიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში, ამის ნაცვლად ძალიან მცირე ხმა შეიძლება არსებობდეს ამ კატეგორიის პარლამენტში. ოლქები ვეღარ უზრუნველყოფენ ხალხის ინტერესები წარმოაჩინონ“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარლამენტარი თვლის, რომ კანონპროექტის ჩავარდნის საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად საწინააღმდეგო აზრისა მირიან წიკლაური კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„პოლიტიკური კორექტურის გამო მე ამ კანონპროექტს მივცემ ხმას, რადგან აღარ ღირს ეს ყველაფერი შეხლა – შემოხლად და დავუწერ მხარს, როდესაც არჩევნები ჩატარდება იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს პატიოსანი ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიიღებს.“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები