ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი დახურულ სივრცეში და რა მანძილზეა გადამდები

“კორონავირუსი დახურულ კონდიცირებად სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება” – აღნიშნული დასკვნის საფუძველს ჩინელი ეპიდემიოლოგების კვლევა იძლევა.

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც ჩინეთში სამგზავრო ავტობუსში დაფიქსირდა. ავტობუსში კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. შედეგად შვიდი ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის წყვილი, რომელიც მისგან 4.5 მეტრის მოშორებით იჯდა. გარდა ამისა, ვირუსი გადაედო ავტობუსის შემდეგი რეისის მგზავრს, რომელიც ავტობუსში პირველი რეისის მგზავრების ჩამოსვლიდან 30 წუთში ავიდა.

ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია რამდენიმე dღე გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა. ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურაზე და მასალის სახეობაზე. მაგალითად, 37 გრადუსის პირობებში ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს ორიდან სამ დღემდე პერიოდის განმავლობაში შუშაზე, ქსოვილზე, ლითონზე, პლასტმასზე ან ქაღალდზე.30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამპით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები