გურიაში კრაზანების შემოსევას უჩივიან – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურიაში კრაზანების შემოსევას უჩივიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა სუფსაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მწერია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით შუქს ვერ ანთებენ, რადგან ამ დროს მწერი უფრო აქტიურია. ხშირია დაკბენის შემთხვევებიც. მოსახლეობას მწერებთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, თუმცა მაინც დახმარებას ითხოვს.

ნაკბენის შედეგად, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ექიმების ინფორმაციით, კრაზანის ნაკბენმა შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს. მედიკოსების თქმით, არანაკლებ საშიშა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი. განსაკუთრებული ყურადღება კი, ალერგიულ ადამიანეს უნდა მივაქციოთ.

“ნაკბენი ადგილი სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს ყინულით. ანაფილაქსიური შოკისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ადრენალინის ინექციაა”, – აცხადებს ალერგოლოგი დავით თელია. 

წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მწერის ნაკბენით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები