ქართველმა ძალოსანმა სამი ოქრო მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა, ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ამრიგად, 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მსგავსი თემები