“ფარული ჩანაწერები რუსეთის ტერიტორიიდან გავრცელდა” – გენ პროკურორის მოადგილე

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მამუკა ვასაძის განცხადებით, როცა საქმე კიბერდანაშაულს, კერძოდ კი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ინტერნეტში გავრცელებას ეხება, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც გამოძიება ვერაფრის დადგენას ახერხებს.

ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ასეთ საქმეზე კადრები რუსეთიდან გავრცელდა. საქართველომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი მასალების მოწოდება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. 

“ინტერნეტსივრცეში მოხვდა სხვადასხვა ჩანაწერი, ამაზე გამოძიება წარმოებს. მსგავს საქმეზე ჩვენ დახმარება ვთხოვეთ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს და მივიღეთ კონკრეტული შედეგები გავრცელების ლოკაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთს ფედერაციის ტერიტორია, სადაც გაგზავნილი გვაქვს არაერთი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ. ვისგანაც მოხდა გავრცელება, იმ პირამდე ფიზიკურად ვერ მივდივართ. არსებობს ზღვარი გამოძიებაში, რომლის იქითაც ფიზიკურად ვერაფრის დადგენა ვერ ხერხდება” – განაცხადა მამუკა ვასაძემ.



მსგავსი თემები