“ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეების გამოძიებამ, პროკურატურის ნდობის ხარისხი გაზარდა“ – მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ და დამდგარმა შედეგებმა პროკურატურისადმი ნდობის ხარისხი გაზარდა.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროკურატურის ნდობის ხარისხის გაზრდას, ისეთი საქმეების გამოძიებამაც შეუწყო ხელი, როგორიც, ვაზაგაშვილის და რობაქიძი საქმეები. 

„არაერთი სისხლის სამართლის საქმე შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც გამოძიებული იქნა: ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც ოთხი სისხლის სამართლის საქმეა და აქედან ორზე განაჩენია დამდგარი; ყოფილი პრემიერის საქმე, ვაზაგაშვილის, რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეები. ვფიქრობ, ეს ის სისხლის სამართლის საქმეებია, რომელიც გამოსაძიებელი იყო, იქნა გამოძიებული, შედეგი დადგა. სავარაუდოდ, ამან ნდობის ხარისხი გაზარდა“,- აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

მსგავსი თემები