ლარსზე, რუსეთის მხრიდან საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლა, თითქმის, პარალიზებულია

ლარსზე, რუსეთის მხრიდან საზღვარზე მიმოსვლა სატვირთო მანქანების ნაწილისთვის, ფაქტობრივად, პარალიზებულია. რამდენიმე კვირაა მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

მიზეზად რუსული მხარე სასაზღვრო პუნქტზე ტექნიკურ ცვლილებებს ასახელებს. როგორც ირკვევა, მოსკოვმა საზღვრებზე გადასატანი ტვირთის დასაშვები ნორმა შეცვალა.

მძღოლები ამბობენ, რომ ახლა ვისაც მეტი წონა აქვს ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს ან ქრთამი. ისინი დახმარებას ოფიციალურ თბილისს სთხოვენ. მათი თქმით, ადგილზე ვითარება გაუსაძლისია, რადგან მათ უკვე რამდენიმე დღეა ელემენტარული პირობებისა და საკვების გარეშე, მანქანებში სძინავთ.

მსგავსი თემები