ქუთაისში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

  •  

ქუთაისში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წყალი შევიდა სახლებში, საავადმყოფოში, სასტუმროსა და მაღაზიებში. 

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები დროულად არ რეაგირებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქალაქიდან ასამდე გამოძახება შევიდა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია ყველა ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნობა, დაითვლიან ზარალს. მისი თქმით, ქალაქში სანიაღვრეების და  საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლებია არსებობს და ამ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები