ვარკეთილში, კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი, სადარბაზოში ბზარის გაჩენაა.

სახლის მცხოვრებლები სასტუმროში გადაჰყავთ, თუმცა რამდენი ხნით, უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მყისიერი ნგრევის საშიშროება კორპუსის ორ, მე-8 და მე-9 სადარბაზოებს ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.  რის გამო შეიქმნა კორპუსს ნგრევის საფრთხე, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები