ნაზი ჯანეზაშვილი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პოლიციაში დაიბარეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პოლიციაშია დაბარებული. ამის შესახებ ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პირადი ცხოვრების გამჟღავნებით, ადამიანების შანტაჟი უნდა დამთავრდეს! დღეს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ფეისბუქზე მომივიდა პირადი შეტყობინება, „ფრენდისგან“, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. იგი მწერდა, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ეკა ბესელიას ვიდეოს ავრცელებდა. ამ შეტყობინებას ახლდა ვიდეოს Screen. ამ screen-ის დეტალები არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, შევატყობინე პოლიციას და ნახევარ საათში გულუაზე, შსს-ში უნდა გამოვცხადდე.

ასეთ დროს, როცა მოსამართლე ადამიანის უფლებებზე უნდა ფიქრობდეს, გვრიტიშვილმა არჩევანში მოსამართლისთვის სრულიად შეუფერებელი რამ იკადრა და თქვა: “არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

მსგავსი თემები