სომხეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადიქსირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ინფიცირებული თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში.

სომხეთის პრემიერის თქმით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება. ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

მსგავსი თემები