,,უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საომარი მოქმედებების შესაწყვეტად, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს. მაკრონის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელი ლიდერებიც იქნებიან, რადგან საქმე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება.

„უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და განსაკუთრებით, რათა შეწყდეს საომარი მოქმედებები. ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა.

ჩვენ გვსურს მშვიდობის აშენება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ჩვენ გვსურს, საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს. მე უბრალოდ ვიყენებ ამ მეთოდს, ვიმყოფები რა კონტაქტზე პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელიც იმეორებს, რომ ჩვენ ევროპელები ვიყოფთ ამ კონტინენტს და გეოგრაფიულად ვხედავთ, რომ მის კიდეში რუსეთი აგრძელებს ყოფნას. ის არის დღეს, იყო გუშინ და იქნება ხვალ“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები