თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

ასევე დეზინფექცირება უტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრებს, ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს.

დღეიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ ასევე უმაღლესი სასწავლებლები. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადეს. დღეიდან ამ სასწავლებლებშიც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მსგავსი თემები