ირანში, საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს (ვიდეო)

ირანის ქალაქ ბანდერ-აბბასში, საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები იყვნენ მოთავსებული, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია Iran International ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საავადმყოფოს მას შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი, რაც გაიგეს, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსით დაინფიცირებული პირები.

თავად კლინიკის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან.

მსგავსი თემები