აქცია დაშლილია, პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრი სპეცრაზმმა და პოლიციამ დაიკავა

სპეცრაზმმა, აქციის მონაწილეების დაშალა და პარლამენტის ტერიტორია გაათავისუფლა. აქციის დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენებს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 28 ადამიანი.

პარლამენტის ყველა შესასვლელს ძალოვანები აკონტროლებენ. ისინი ჭიჭინაძის, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩაზე არიან განლაგებულები და სავალ გზაზე ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩააყენეს.

ამის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარედ, რჩებიან, თუმცა, ძალოვანები მათ პარლამენტის შესასვლელთან არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომა დღეს 12:00 საათზე უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეთა დაშლა კი გამთენიისას, 5:00 საათზე დაიწყო.

პარლამეტში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. დეპუტატების ავტომანქანებს სპეციალური დეტექტორებით ამოწმებენ. პირველი დეპუტატი, ვინც ამ წუთებში პარლამენტის ეზოში შევიდა გიორგი გაჩეჩილაძეა. მისი განცხადებით, ბიუჯეტია მისაღები და პარლამენტმა უნდა იმუშაოს.    

მსგავსი თემები