აქციის მონაწილეები იმ სალობიესთან მივიდნენ, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა

აქციის მონაწილეები მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებმა სალობიესთან ჯონჯოლი და კიტრის მწნილი მიიტანეს და ითხოვენ, გამოსულიყო პრეზიდენტი მათთან, დასალაპარაკებლად.

პოლიციელებმა პრეზიდენტი კორდონის საშუალებით გაიყვანეს.

მსგავსი თემები