ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას არ დათანხმდნენ

„ქიბარი მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო“, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა.

ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ის და დავით დვალი არ დათანხმდებიან 40%-იან წილს.

„ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ. რა შემოთავაზება იქნება ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ყველაზე მაღალი ციფრი, რომელიც შეიძლება დასახელდეს, ეს 60%-ია. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ამის ზემოთ ციფრები უბრალოდ ვერ წავა.

„60%-ს ვერანაირად ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%. ამის მაღლა ჩვენ უბრალოდ ვერ წავალთ“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ მოქმედი დირექტორი არ ერევა გადაწყვეტილებებში და ჟურნალისტები მუშაობენ თავისუფლად. 

მსგავსი თემები